გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილზე: არანაირი გამოძიება აღარ არის საჭირო, საკმარისია მისი თვითაღიარებები და გამოსვლები

გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილზე: არანაირი გამოძიება აღარ არის საჭირო, საკმარისია მისი თვითაღიარებები და გამოსვლები

არანაირი გამოძიება აღარ არის საჭირო. საკმარისია მისი თვითაღიარებები და გამოსვლები’, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „პოსტვ“-ის გადაცემა „კვირის პოსტში“ განაცხადა.

„პროკურატურას არაერთხელ მივმართე, საჭიროა მისი (მიხეილ სააკაშვილის) თვითაღიარებები. მისი გამოსვლები უნდა აიღო და იქ ყველაფერი ნათლად არის გაცხადებული. მან ისიც დაასახელა - შუამავალი ამ საქმის, მოსკოვში მცხოვრები. დაასახელა, ფაქტი რა იყო, არსი რა იყო, ფული რამდენი არის ამაში გადახდილი.

გამოძიება დამთავრდა, ყველაფერი თქვა იმ კაცმა. ახლა საჭიროა მის კვალდაკვალ მისვლა და ყველაფრის დადგენა. აქ სამართლებრივი თემა აღარ დგას დღის წესრიგში”, - განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან, ხაინდრავას განცხადებით, მე-6 საუკუნიდან მოყოლებული, ყველა საუკუნეში იქნება წყარო, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საქართველოში არსებობას მიუთითებს. ამდენად, ხაინდრავასთვის გაურკვეველია, საზოგადოების ერთი ნაწილის საპროტესტო განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით.