ცოტა ხნის წინ ამერიკელმა კინოს მოყვარულებმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩიეს იმ მსახიობებში, რომლებსაც ოდესმე თეთრი სახლის მეთაურის როლი უთამაშია.
გამოკითხულთა 24 პროცენტის აზრით ცნობილი მსახიობი ჰარისონ ფორდი კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა.
ფორდმა მთავარი როლი ითამაშა 1997 წელს შექმნილ სურათში “პრეზიდენტის თვითმფრინავი”. კენჭისყრის შედეგად მან თანამემამულეთა 24 პროცენტი დააგროვა.
მეორე პოზიცია დაიკავა ჰარისონ ფორდის მუქკანიანმა კოლეგამ მორგან ფრიმენმა.
მან სახელმწიფოს მეთაური განასახიერა 1998 წელს გადაღებულ ფილმში “უფსკრულთან შეჯახება”. შავკანიან კანდიდატს თავისი ხმა მიაკუთვნა მაყურებელთა 16-მა პროცენტმა.
საპატიო მესამე ადგილი მაიკლ დუგლასმა დაიმსახურა, რომანტიკულ კომედიაში “ამერიკის პრეზიდენტი”. მსახიობმა გამოკითხულთა 15 პროცენტი მიიღო.