როგორ უნდა გააკეთოთ კატლეტები გემრიელად?

როგორ უნდა გააკეთოთ კატლეტები გემრიელად?

ინგრედიენტები

დამბალი პური - 2 ნაჭერი

ქინძი და ოხრახუში - თითო კონა

ნიორი - 3-4 კბილი

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი

კარტოფილი - 1 მოზრდილი

ხახვი - 2 ცალი

საქონლის ფარში - 1 კგ

არაჟანი - 2 სკ

კვერცხი - 1 ცალი

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

საქონლის რბილი ხორცი გაატარეთ ხორცსაკებში, ასევე გაატარეთ ხახვი, კარტოფილი, ნიორი, დამბალი პური, ბულგარული წიწაკა და მწვანილები. ჩაამატეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი, წიწაკა, კარგად გადაზილეთ და გააჩერეთ 15 წუთი.

სველი ხელებით გააკეთეთ ბურთები მომზადებული მასიდან, მიეცით ოვალური ფორმა, დააბრტყელეთ, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.