28 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომეზი სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტიური მომხმარებელია.
შემსრულებელი გასულ დღეს ინსტაგრამ ლაივის საშუალებით Vivek Murthy-სთან ერთად გულშემატკივრებს გულახდილ თემებზე ესაუბრება.
მომღერალმა დეპრესიულ პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა:
"ჩემი სამსახური მოგზაურობასთან ასოცირდება, მიწევს ხალხთან ხშირი კომუნიკაცია, ამიტომ კარანტინი ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ადამიანები მაბედნიერებენ და მე მათ ვაბედნიერებ, მიუხედავად ამისა, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია აღარ მქონდა, ძალიან დიდ დროს ვატარებდი ჩემს ოჯახთან ერთად, ვიპოვე ადგილი, საიდანაც ინსპირაციას ვიღებ შევქმნა რაიმე ახალი და ღირებული." განაცხადა მომღერალმა.