ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და სინდი კროუფორდი Apple-ის ახალ სერიალში გამოჩნდებიან

ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და სინდი კროუფორდი Apple-ის ახალ სერიალში გამოჩნდებიან

სტრიმინგ-სერვისი Apple TV+ 90-იანი წლების სუპერმოდელების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სერიალში ნაომი კემპბელს, სინდი კროუფორდს, ლინდა ევანგელისტას და კრისტი ტარლინგტონს გადაიღებენ. ისინი პროექტის თანაპროდიუსერების როლსაც შეითავსებენ. სერიალის რეჟისორი ორი „ოსკარის“ მფლობელი, ბარბარა კოპლი იქნება.

„იმედის გვაქვს, რომ დოკუმენტურ სერიალში ასახული ჩვენი მოგზაურობა მთელ მსოფლიოში ახალგაზრდებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყარო გახდება. მოუთმენლად ველით ამ დიდებულ თავგადასავალს ბარბარა კოპლესთან“, - განაცხადა კემპბელმა.

სერიალის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.