ვიეტნამში სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა

ვიეტნამში სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა

ვიეტნამის ცენტრალურ რაიონებს ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც დაერთო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა რამდენიმე დასახლებული რაიონი.

ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, 13 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.