საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.
„ესაა დეზინფორმაცია. ადამიანი, ვისზეც საუბარია ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, არც პრემიერ-მინისტრის მძღოლად მუშაობს, არც მისი დაცვის სამსახურში და არც - მთავრობის ადმინისტრაციაში“ - განუცხადეს „იმედინიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცოტა ხნის წინ, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.