ქათმის ფილე ნიგვზიან საფანელში

ქათმის ფილე ნიგვზიან საფანელში

ინგრედიენტები

ნიგოზი - 120 გ

საფანელი - 100 გ

წითელი წიწაკა, დაფქული

მარილი

ქათმის ფილე - 600 გ

კვერცხი - 1

დიჟონის მდოგვი - 1 ჩ.კ

მომზადების წესები

ნიგოზი ღუმელში გამოაშრეთ 10 წუთის განმავლობაში, 180-200 გრადუსზე. გამოიღეთ და ტემპერატურას აუწიეთ 230 გრადუსამდე. ღუმელის ფორმას წაუსვით ცხიმი.

შეურიეთ ერთმანეთს საფანელი, წიწაკა და მარილი. დაამატეთ დაფქული ნიგოზი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მდოგვი.

ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ, ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და გადაიტანეთ ფორმაში. შეწვით  ღუმელში დაახლოებით 20 წუთი ან რამდენიც საჭიროა სწულ მომზადებამდე.