საფრანგეთში, ქალაქ გავრში მცხოვრებ წყვილს კატის კნუტის ნაცვლად ვეფხვი მიჰყიდეს. ამის შესახებ New York Post წერს.
2018 წელს წყვილმა (რომელთა სახელებიც არ ხმაურდება) ინტერნეტში იპოვა ინფორმაცია კატის კნუტის გაყიდვის შესახებ. კნუტი სავანას ჯიშის იყო, რომელიც აფრიკული სერვალის და სახლის კატის შეჯვარების შედეგად დაიბადა. წყვილმა კნუტში $7 ათასი გადაიხადა.
ცოტახნის შემდეგ წყვილმა აღმოაჩინა, რომ რაღაც ისე არაა, აღმოჩნდა, რომ მათ სუმატრანის ჯიშის ვეფხვი იყიდეს. ცნობილია, რომ ეს ჯიში გადაშენების პირასაა. ცხოველთა მსოფლიო ფონდის მონაცემებით ბუნებაში 400-მდე ასეთი ჯიშის ვეფხვი ბინადრობს.
წყვილმა პოლიციას მიმართა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვეფხვი ქვეყანაში არალეგალურად შემოიყვანეს და ამ საქმეში 9 ადამიანი მონაწილეობდა.
ვეფხვი თავს კარგად გრძნობდა და ის საფრანგეთის ბიომრავალფეროვნების ოფისს გადასცეს.