88 წლის ბრიტანელი დაილის პრაისი, რომელიც ყველაზე ხანდაზმული პარაშუტისტი ქალი იყო, გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
ყოფილ პედაგოგს ნახევარ საუკუნეზე მეტი, სიმაღლის შიში ჰქონდა, თუმცა მისი დამარცხება ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შეძლო. ის 50 წელს იყო გადაცილებული, როცა ამ შიშის დასაძლევად, პარაშუტით გადახტა.
80 წლისა ის გახდა ყველაზე ხანდაზმული პარაშუტისტი და მსოფლიო რეკორდსმენთა შორისაც აღმოჩნდა.