კიმ კარდაშიანი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულ კანიე უესტს მარტო უვლიდა

კიმ კარდაშიანი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულ კანიე უესტს მარტო უვლიდა

ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მეუღლეს, რეპერ კანიე უესტს მარტო უვლიდა. კიმ კარდაშიანის ინტერვიუ გამოცემა Grazia-ში გამოქვეყნდა.

39 წლის ტელევარსკვლავი აცხადებს, რომ მეუღლეს მარტო, ექიმებისა და მედდების დახმარების გარეშე უვლიდა.

„კანიე პანდემიის დასაწყისში დაინფიცირდა, როდესაც ჯერ არავინ იცოდა კორონავირუსით ინფიცირებულთა სწორი მკურნალობის მეთოდები. ამ გაურკვევლობის ძალიან მეშინობდა. სახლში ოთხ შვილთან მარტო ვიყავი და არავინ მეხმარებოდა“, - განაცხადა კიმ კარდაშიანმა.

ტელევარსკვლავის განცხადებით, ზოგჯერ კანიე უესტი თავს ისე ცუდად გრძნობდა, რომ მისი დახმარების გარეშე ფეხზე ვერ დგებოდა. მიუხედავად გადატანილი სირთულეებისა, კიმი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდშიც ადამიანმა პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოს.