პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე სუპერმოდელ ქეით მოსის ქალიშვილის დებიუტი შედგა. 18 წლის ლილა მოსი ჩვენებაზე პირველად გამოვიდა. მან Miu Miu-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
მანამდე ლილა მოსი პრესტიჟული ჟურნალების გარეკანზე ხშირად ხვდებოდა, პოდიუმზე კი ის პირველად გამოჩნდა. ჩვენება პარიზში კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე გაიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოდიუმზე ქეით მოსიც 18 წლის ასაკში გამოჩნდა.