მადონამ დევიდ გეტას ზოდიაქოს ნიშნის გამო თანამშრომლობაზე უარი უთხრა

მადონამ დევიდ გეტას ზოდიაქოს ნიშნის გამო თანამშრომლობაზე უარი უთხრა

პოპის დედოფალმა მადონამ დევიდ გეტასთან ალბომის ჩაწერაზე უარი მისი ზოდიაქოს ნიშნის გამო თქვა. ამის შესახებ ფრანგმა დიჯეიმ You Tube-არხ McFly et Carlito-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან მუსიკოსთან შეხვედრა დეტალურად გაიხსენა:

„მითხრა, რომ ჩემი რემიქსი მოეწონა და მისი მომავალი ალბომის პროდიუსერობა შემომთავაზა. ლანჩზე მივედი მასთან. ყველაფერზე ვილაპარაკეთ - მუსიკაზე, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამ ალბომში. ძალიან სასიამოვნო იყო. მხოლოდ ორნი ვიყავით. ძალიან მოდუნებული და კარგი გარემო. ლანჩი გვაქვს, ეს მართლა ხდება. და უკვე ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როდის დავიწყებთ ერთად მუშაობას“, - ამბობს გეტა.

ამის შემდეგ 52 წლის დიჯეიმ თქვა რომ ზოდიაქოთი მორიელია.

„უცებ სახე შეეცვალა და მეუბნება: „ბოდიში, ერთად ვერ ვიმუშავებთ. ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. კარგად“, - იხსენებს დიჯეი.

თვითონ მადონა ზოდიაქოთი ლომია.