რუსეთის უზენაესი სასამართლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროს შენობებზე ლგბტ-დროშები გამოჩნდა

რუსეთის უზენაესი სასამართლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროს შენობებზე ლგბტ-დროშები გამოჩნდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს ლგბტ-აქტივისტებმა რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობაზე ლგბტ-დროშები ჩამოკიდეს.

პერფორმანსის უკან ჯგუფი ცნობილი ჯგუფი Pussy Riot-ი დგას. მათი განცხადებით, შერჩეულია შენობები, რომლებიც „რუსული სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოებს“ წარმოადგენენ, კერძოდ კი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოსა და კულტურის სამინისტროს შენობები.

მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან პოლიციამ დააკავა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი არტიომ რადიგინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან კი - გამოცემა Sota-ს კორესპონდენტი დენის სტიაჟკინი.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონება და ჩეჩნეთში გეების მკვლელობების გამოძიება მოითხოვეს.