ნიკოლ ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღი სომხეთია

ნიკოლ ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღი სომხეთია

მთიანი ყარაბაღი სომხეთია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, არცახი სომხეთია. ის სომხების ქვეყანაა. არცახში მოსახლეობის 80%-ს ყოველთვის სომხები შეადგენდნენ და დღესაც ასეა. აზერბაიჯანს კი სურს, რომ იქ სომხები არ იყვნენ და ამიტომ, ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა მთიან ყარაბაღს. ნუთუ ვინმე შესთავაზებს მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, თავიანთ ფესვებზე თქვან უარი?!“-აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.