გიორგი გახარია: ვაი-ექსპერტები ცდილობენ თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად გამოიყენონ

გიორგი გახარია: ვაი-ექსპერტები ცდილობენ თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად გამოიყენონ

როდესაც ვაი-ექსპერტები, თავიანთ საქმეშიც რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ, თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის გლობალური პანდემია და იმის ნაცვლად, რომ შენი ცოდნით დაეხმარო ქვეყანას და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინო, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, რათა 3 კვირაში რაღაც დონის დეპუტატის მანდატი მიიღონ, ეს ამორალური და მიუღებელია, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, საავადმყოფოს აშენების შემთხვევაში ჯდება დაახლოებით 80-დან 120 ათას დოლარამდე, მე აღარ ვლაპარაკობ რეანიმაციაზე. 5000 ადგილი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. როდესაც ადამიანები რაღაცას ამბობენ, ბევრჯერ მითქვამს, რომ ან წიგნი წაიკითხონ, ან კალკულატორი აიღონ, ან ელემენტარული არითმეტიკა ისწავლონ. ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არსებობს. დღეს გამოვაცხადეთ, რომ ახალ წლამდე მუდმივ მზაობაში უნდა იყოს 5000 ადგილი. ეს ტენდერი გადანაწილდება - სახელმწიფო საავადმყოფოებიც იქნება, ინფექციური კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და სხვები. 5000 ადგილი გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში დარეზერვებული გვქონდეს. ეს საწოლები იქნება სახელწმიფოს განკარგულებაში კონკრეტულად კოვიდისთვის, კლინიკებმა ეს ადგილები უნდა გაათავისუფლონ და შეინახონ. თუ ასეთი ტემპი შენარჩუნდა, დამატებით კიდევ 5000 ადგილზე მოგვიწევს გამოცხადება, შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებზე, ეს მუდმივი პროცესია. როდესაც ვაი-ექსპერტები, თავიანთ საქმეშიც რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ, თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის გლობალური პანდემია და იმის ნაცვლად, რომ შენი ცოდნით დაეხმარო ქვეყანას და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინო, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, რათა 3 კვირაში რაღაც დონის დეპუტატის მანდატი მიიღონ, ეს ამორალური და მიუღებელია. სამწუხაროდ, კორონავირუსი ხანდაზმულ ადამიანებსა და ქრონიკულ ავადმყოფებს ამძიმებს და მათი კრიტიკული მართვა ქრონიკული ან ასაკობრივი დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება ერთ კლინიკაში მეორეზე უკეთ ხდებოდეს. თუ ამაზე ვინმეს რამის თქმა სურს, ზედაპირულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტებით კი არ უნდა ისაუბროს, ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოს, რაღაც ისწავლოს და შემდეგ მოვიდეს. ჩვენ ვსწავლობთ, ვკითხულობთ და კარგი მასწავლებლები გვყავს“, - განაცხადა გახარიამ.