გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებში კოვიდინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფი პირების მონაწილეობის თემას შეეხო. როგორც პრემიერ-მინისტრიმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო ამ საკითხზე ცესკოსთან თანამშრომლობს.
„საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ჩვენ ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ და მოგვიანებით გეტყვით. დამოკიდებულია პირდაპირ იმაზე, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ქვეყანაში ძალიან დიდი არ არის და ყველა მათგანი აღრიცხულია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.