საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიამ განმარტა, რას გულისხმობს ეს ეტაპი, რადგან მისი თქმით, „ათას სისულელეს ლაპარაკობენ იმასთან მიმართებაში, რაც ახლა ქვეყანაში ხდება“.
„პირველი გახლავთ სწრაფი გამოვლენა. სწრაფ გამოვლენას აქვს თავისი ინსტრუმენტები და ამას ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით. ეს არის ეფექტიანი და მიზნობრივი ტესტირების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. და მესამე არის ადამიანის ნორმალურ, სწრაფ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უკვე ეკონომიკური განზომილებაა“, - განაცხადა პრემიერმა.