როცა ჩვენს სამეზობლოში ნამდვილი ომი მიმდინარეობს, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები, რაც არის მზაობა, გამოვუხატოთ ჩვენს მეზობლებს იმისთვის, რომ მშვიდობის დამყარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო პირდაპირაა იმაში დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის გაუგებრობა და კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების გზიდ მოგვარდეს.
„როცა ჩვენს სამეზობლოში ნამდვილი ომი მიმდინარეობს, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები, რაც არის მზაობა, გამოვუხატოთ ჩვენს მეზობლებს იმისთვის, რომ მშვიდობის დამყარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
ჩვენ გვყავს ჩვენი, როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი მოქალაქეები და საქართველო პირდაპირაა იმაში დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის გაუგებრობა და კონფლიქტი მოგვარდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.