ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მზად იყოს

COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა გვექნება წლის დასასრულს. იმედი არსებობს“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს სოლიდარობისა და ვაქცინის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფისკენ.

”ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად”, - დასძინა მან.