ბატონი ნათელაშვილი იზიანებს საკუთარ ინტერესებს, როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმი, სალომე სამადაშვილი შლვა ნათელაშვილის განცხადებას სააკაშვილზე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ნათელაშვილი იმეორებს სიტყვა-სიტყვით იმ გზავნილებს, რაც გვესმის ერთი მხრივ, მოსკოვიდან და რუსული პროპაგანდიდან და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვფიქრობ, ამას შესაბამის პასუხს ამომრჩეველი გასცემს და სამწუხაროა, რომ ბატონი ნათელაშვილი იზიანებს საკუთარ ინტერესებს, როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის გამო გააკრიტიკა.
„ჩვენთვის ახლა მთავარია, ივანიშვილის რეჟიმი მოვიშიროთ, წინა პერიოდის ცოდვებს და გადაცდომებს მერე მივხედავთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.