2 ოქტომბერს ყარაბაღის ომში დაიღუპა ინგილო ქართველი, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის 19 წლის მკვიდრი, ისმაილ ირაპოვი, ხოლო 3 ინგილო ქართველი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, საინგილოს მკვლევარი, სერგი კერესელიძე, ავრცელებს .
მისი თქმით, საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.
„მართალია, საომარი მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 27 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია აზერბაიჯანში ომამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 1 კვირით ადრე დაიწყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით, 19-20 სექტემბერს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან და სოფელ მოსულიდან 7 ავტობუსით ინგილო ქართველები დისლოკაციის ადგილას გადაიყვანეს.
ომის დაწყების შემდეგ, კახის რაიონიდან 28 მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი ომში გაიწვიეს",- წერს კერესელიძე.