მამუკა მდინარაძე: თბილისში იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ

მამუკა მდინარაძე: თბილისში იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ

მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან - ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც გამოიხსნეს, უკვე გაყიდული გამოისყიდეს წინა ხელისუფლების დროს და დღეს თბილისს და თბილისელებს აჩუქეს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„აქ იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ! ჯანსაღი ცხოვრების წესი,.. ჯანსაღი გარემო,.. ჯანსაღი ურთიერთობები,.. გართობა და დასვენება,.. თბილისის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი - თბილისის ცენტრალური პარკი!“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.