ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე წარსულია და ჩადენილი დანაშაულების გამო სასჯელი ელოდება. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემთვის სააკაშვილი არის წარსული. ამასთან ერთად არის ბრალდებული პირი, რომელსაც ელოდება სასჯელი ჩვენი სასამართლოს მიერ მისჯილი, შესაბამისი დანაშაულების გამო“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.