11 ოქტომბრამდე საქართველოში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ - ს გადააჭარბოს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.