2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი დასახელდა

2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი დასახელდა

ყოველწლიურად ჟურნალი Forbes ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანების სიას აქვეყნებს სხვადასხვა სფეროში და ტრადიციულად ამჯერად მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე მსახიობი ქალების სია გამოქვეყნდა.

წლევანდელი ათეულში კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სოფია ვერგარა ლიდერობს $43-მილიონიანი შემოსავლებით. ვერგარა სატელევიზიო ვარსკვლავია: ის თამაშობს ცნობილ სიტკომში თანამედროვე ოჯახი (Modern Family) და სატელევიზიო შოუ America’s Got Talent-ის ჟიურის წევრია.

აღსანიშნავია, რომ წელს პანდემიამ განსაკუთრებულად შეუშალა ხელი როგორც კინოწარმოებას, ისე უკვე გადაღებული ფილმების კინოგაქირავებაში ჩაშვებას. არადა ცნობილი მსახიობი შეთანხმებულ ჰონორართან ერთად ფილმის შემოსავლებიდან დამატებით ანაზღაურებასაც იღებენ, რის გამოც ამ მხრივ მათთვის არც ისე წარმატებული წელი გამოდგა.

შედარებით ნაკლებად იზარალეს სერიალების ვარსკვლავებმა: ის პროექტები, რომლებზეც მუშაობა დასრულებული იყო, სატელევიზიო არხებსა თუ სტრიმინგ სერვისებზე თითქმის შეუფერხებლად გავიდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფორბსის 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ათეული ასე გამოიყურება:

სოფია ვერგარა — $43 მილიონი

ანჯელინა ჯოლი — $35,5 მილიონი

გალ გადოტი — $31,5 მილიონი

მელისა მაკარტი — $25 მილიონი

მერილ სტრიპი — $24 მილიონი

ემილი ბლანტი — $22,5 მილიონი

ნიკოლ კიდმანი — $22 მილიონი

ელენ პომპეო — $19 მილიონი

ელიზაბეტ მოსი — $16 მილიონი

ვაიოლა დევისი — $15,5 მილიონი