ბრიტანეთში სირაქლემამ ოჯახი მიატოვა და ზებრების ჯოგს შეუერთდა

ბრიტანეთში სირაქლემამ ოჯახი მიატოვა და ზებრების ჯოგს შეუერთდა

დიდ ბრიტანეთში, უილტშირის საფარი პარკის ერთ-ერთი ბინადარი, სირაქლემამ სახელად ბლიუ ზებრების ჯოგს შეუერთდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრინველმა უარი თქვა თავის პარტნიორთან ერთად შთამომავლობაზე ეზრუნა და ამის ნაცვლად 12 ზებრისგან შემდგარ ჯოგთან თამაშობს და დარბის. ასეთი საქციელით ბლიუმ პარკის ბინადრების გამრავლების სქემა საფრთხის ქვეშ დააყენა, რის გამოც მას საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევს. მის მოვალეობებს კი სხვა სირაქლემა შეასრულებს, რომელიც მამობრივ მოაველობას მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება.

საფარი-პარკში ამბობენ, რომ ბლიუს იდენტურობის კრიზის დაემართა და უბრალოდ უნდა ზებრა იყოს.