ფილმის „ფორსაჟი 9“ პრემიერა ისევ გადაიდო

ფილმის „ფორსაჟი 9“ პრემიერა ისევ გადაიდო

სტუდიამ Universal მეცხრე „ფორსაჟის“ პრემიერა კვლავ გადადო. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათი, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, ეკრანებზე 2021 წლის 28 მაისს გავა. მანამდე კი კორონავირუსის პანდემიის გამო, სურათის პრემიერა 2021 წლის აპრილისთვის გადაიტანეს.

მანამდე ფილმის ერთ-ერთმა მსახიობმა მიშელ როდრიგესმა, რომელიც „ფორსაჟის“ ფრანშიზაში ლეტის როლს ასრულებს, გაამხილა, რომ სერიის მეცხრე ფილმში გმირები კოსმოსში ხვდებიან.