ნიკოლ ფაშინიანის შვილი ჯარში მოხალისედ ჩაეწერა

ნიკოლ ფაშინიანის შვილი ჯარში მოხალისედ ჩაეწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილი, აშოთ ფაშინიანი ჯარში მოხალისედ ჩაეწერა. სომხეთის პრემიერის შვილმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

„ახლახან ცენტრალურ სამხედრო კომისარიატში მოხალისედ ჩავეწერე. პატივცემულო მეგობრებო, დადგა ჯერი, რომ სამშობლოს სამსახურში ჩავდგეთ“, - დაწერა სომხეთის პრემიერის ვაჟმა Facebook-ზე.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი შვილის ჩანაწერი გაიზიარა და დაწერა: „ჩვენი შვილი ჯარში წავიდა“.

მანამდე კი ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა, სამხედრო სამსახურში დაბრუნდნენ, რადგან მისი თქმით, ისინი ყველაზე ბრძოლისუნარიანები არიან.

ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რაზეც მხარეები არ თანხმდებიან და ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.