კვლევა: შინაური ცხოველების მფლობელებს თვითიზოლაციაში ყოფნა არ უჭირთ

კვლევა: შინაური ცხოველების მფლობელებს თვითიზოლაციაში ყოფნა არ უჭირთ

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შინაური ცხოველები დადებითად მოქმედებენ იმ ადამინების ფსიქიკაზე, რომლებიც პანდემიის გამო იძულებით თვითიზოლაცაში იმყოფებიან.

კვლევის ფარგლებში 6 000 ბრიტანელი გამოკითხეს, რომელთაგან 90% შინაურ ცხოველს ფლობს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თვითიზოლაცია უფრო ადვილად გადაიტანეს, ვიდრე მათ ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს.

გამოკითხვის თანახმად, კატები, ძაღლები და ცხენები ლიდერობენ. თუმცა ბრიტანელები აცხადებენ, რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციისას არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მათ გვერდით, ძაღლი, კატა, ზღვის გოჭი თუ ეგზოტიკური რეპტილია. ერთ სივრცეში მათი ყოფნა იცავს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის წონასწორობას.