ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში ბრიტანელ და ამერიკელ მეცნიერებს გადაეცათ, რომლებმაც ჩ ჰეპატიტის ვირუსის აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიის კომიტეტმა ჰარვი ოლტერის, მაიკლ ჰაუტონის და ჩარლზ რაისის ნამუშევარი შეაფასა როგორც „გადამწყვეტი მიღწევა“ და აღნიშნა, რომ მათი აღმოჩენა დიდ წვლილს შეიტანს დაავადების დამარცხებაში.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.