„ფორსაჟის“ მსახიობმა დუეინ ჯონსონმა თაყვანისმცემელს 101 წლის იუბილე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა. ამის შესახებ Nerdist-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი მერი გროვერი ჯონსონის კარიერას თვალს 30 წელია ადევნებს და მისი დიდი თაყვანისმცემელია. წელს მსახიობმა მას Happy Birthday უმღერა, რითაც ბებო ძალიან ასიამოვნა. გროვერის რეაქცია მილოცვაზე მისმა ოჯახის წევრებმა Twitter-ზე გააზიარეს.
საინტერესოა, რომ ჯონსონი გროვერს დაბადების დღეს უკვე მეორედ ულოცავს. შარშან მერისი შვილიშვილის მეგობარმა ჯეიმი კლინგერმა იფიქრა, რომ ბებოს საყვარელი მსახიობისგან მილოცვა ძალიან გაახარებდა. მანჯონსონი Twitter-ზე მონიშნა, მან კი უპასუხა და მისალოცი ვიდეოს ჩაწერაზე დათანხმდა.