ბრიტანელმა მომღერალმა ჰარი სტაილზმა შესაძლოა ჯეიმს ბონდის როლი მოირგოს. როგორც UniLad-ი იუწყება, საკმაოდ ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ლეგენდარული ჯაშუშის როლის შემდეგი შემსრულებელი, მას შემდეგ, რაც ფრანშიზის მოქმედი ვარსკვლავი დენიელ კრეიგი პროექტს დატოვებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ფრანშიზის ხელმძღვანელებს ამ საკითხზე უკვე ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის „სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერის თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა და სურათი დიდ ეკრანებზე 2021 წლის 2 აპრილს გავა.