„სიურპრიზი“

„სიურპრიზი“

სურათი “ღვინის ქურდები” კახეთში განსაკუთრებით უყვართ. ალბათ გაგიკვირდებათ და, ბატონ კახი კავსაძეს ელიბოს როლი თავდაპირველად არ უნდა ეთამაშა.

გივი ბერიკაშვილს მოვუსმინოთ.

“კახი კავსაძე ელიბოს როლზე მოგვიანებით დაამტკიცეს. პირველად ეს როლი ერთ-ერთ სხვა მსახიობს მისცეს.

- გივი, - მეუბნება ერთ დღეს კუკური ლაფერაძე, - შეხედე ერთი ამ კაცს, სამი დღეა ვაკვირდები და ვფიქრობ, რა ელიბო ესაა? რა ახმახი?! ბიჭო, ამისი როგორ უნდა შემეშინდეს?

- ანდა მეც! – დავეთანხმესავით.

მაშინ კი გამოჩხრიკეს კახი, რომელმაც იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, მოირგო ულვაში და ერთი ისეთი დაიღრიალა, მთელი 15 კილომეტრის რადიუსში ქათმებმა სულ ლაყე კვერცხები დადეს შიშზე. სუფთა გიჟი, გადარეული.

დაამტკიცეს როლზე, სულ ერთ დღეში მორჩა გადაღებას და გაიკრა 90 მანეთი. ნახევარი ხინკალში დახარჯა (ისე ვინ გაუშვებდა?), დანარჩენი კი წაიღო სახლში. მერე უკვირდა - კაცო, დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”