ფოტოგრაფი ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეგობარი გოგონა მსახიობი ნიკოლა პელცი პაპარაცებმა გასულ დღეს დასავლეთ ჰოლივუდში პაემანზე მიმავალი შენიშნეს.
წყვილი ინსტაგრამ სკანდალის შემდეგ პირველად გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრუკლინ ბექჰემს მომავალ მეუღლეზე ნიკოლა პელცზე "ძალადობაში" ადანაშაულებდნენ.
საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავური წყვილის ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მომავალ მეუღლესთან ნიკოლა პელცთან ერთად პოზირებს, ბრუკლინი ნიკოლას ყელზე ხუმრობით ხელს უჭერს.
ვარსკვლავის გამომწერებისთვის ფოტო მოსაწონი ნამდვილად არ აღმოჩნდა, რის გამოც ბექჰემმა პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა, საზოგადოება მას ბოდიშის მოხდას სთხოვდა, რადგან მათი თქმით, ადამიანები ერთმანეთისთვის სათამაშო თოჯინები არ არიან და მსგავსი კადრები ძალადობრივი ქმედებების წამახალისებელია.