გამოცემა Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა. ათეულში, 8 სერიალის მსახიობია.
პირველ ადგილზეა სოფია ვერგარა, რომლის წლიური შემოსავალიც $43 მილიონია. მეორეა ანჯელინა ჯოლი. Forbes გათვლებით, მისი წლიური შემოსავალი $35,5 მილიონია. მესამეა გალ გადოტი $31,5 მილიონის შემოსავლით. შემდეგია მელისა მაკარტი და მერილ სტრიპი $25 და $24 მილიონიანი შემოსავლით.
საგულისხმოა, რომ Forbes სიაში წარმოდგენილი ათეულის წევრებმა ჯამში 12 თვეში $254 მილიონი გამოიმუშავეს. ეს მონაცემი 2019 წლის მაჩვენებელზე 20%-ით ნაკლებია. 2019 წლის რეიტინგის თანახმად, ათეულში მყოფმა მსახიობებმა $545,5 მილიონი გამოიმუშავეს.