ბრიტანეთის ზოოპარკში თუთიყუშები, რომლებიც იგინებოდნენ და იცინოდნენ, ერთმანეთისგან იზოლირებულად მოათავსეს

ბრიტანეთის ზოოპარკში თუთიყუშები, რომლებიც იგინებოდნენ და იცინოდნენ, ერთმანეთისგან იზოლირებულად მოათავსეს

დიდ ბრიტანეთში, ლინკოლნშირის ზოოპარკში ცოტა ხნის წინ დასახლებული ნაცრისფერი თუთიყუშების (ჟაკო) ვიზიტორებისგან დამალეს, რადგან ფრინველები ბილწსიტყვაობა უყვართ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაფერი აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც ზოოპარკის 5 ახალი ბინადარი კარანტინში ერთად დაასახლეს. მალე გაირკვა, რომ ხუთივე ჟაკომ გინება იცის. როცა მათი ლექსიკა ზოოპარკის თანამშრომლებმა გაიგონეს, მათ სიცილი დაიწყეს, ამან კი თუთიყუშების ენთუზიაზმი გაზარდა. რაც უფრო მეტს იგინებოდნენ ფრინველები, მით უფრო ხშირად ესმოდათ სიცილი.

შემდეგ ფრინველებმა ამ თამაშის ადამიანების გარეშე სიცილიც ისწავლეს. „როცა ერთი იგინებოდა, მეორე სიცილს იწყებდა. ყველაფერი ხანში შესული მუშების კლუბს დაემსგავსა, სადაც ყველა იგინება და იცინის“, - ამბობს ზოოპარკის ხელმძღვანელი სტივ ნიკოლსი.

როცა ფრინველების პუბლიკასთან გაყვანის დრო დადგა სიტუაცია გაუარესდა - 20 წუთის შემდეგ ჟაკოებმა ზოოპარკის სტუმრებს შეაგინეს. სტუმრებმა ეს შეურაცხყოფად სულაც არ მიიღეს, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ასეთი სიტყვების გაგონება ბავშვებისთვის სასარგებლო არ იქნება და თუთიყუშების დახურულ ვოლიერში გადაყვანა გადაწყვიტეს, რომელიც მნახველებისთვის მიუწვდომელია.

მომავალში მათ ზოოპარკის სხვადასხვა კუთხეში დაასახლებენ. ნიკოლსი იმედოვნებს, რომ ასე ფრინველები სხვა თუთიყუშებისგან სხვა სიტყვებსაც ისწავლიან.

„მაგრამ თუ ისინი დანარჩენებს ცუდ სიტყვებს ასწავლიან, შედეგად 250 ჩიტი გვეყოლება, რომლებიც იგინებიან და არ ვიცი რას ვიზამთ“, - დასძინა მან.

ლინკოლნშირის ზოოპარკში კიდევ ერთი ცნობილი თუთიყუში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ზოოპარკის ბინადარმა თუთიყუშმა კოკომ ინტერნეტში სახელი გაითქვა იმით, რომ ბიონსეს ცნობილი ჰიტის If I Were a Boy შესრულება ისწავლა.