ლონდონის ცენტრში, ლესტერ-სქვეარზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნორჩი ჯადოქრის, ჰარი პოტერის ძეგლი დადგეს. ამის შესახებ Timeout-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრინჯაოს ქანდაკება ფილმის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ სცენას ასახავს, რომელშიც ჯადოქარი ქვიდიჩს თამაშობს. ძეგლი კინოთეატრ „ოდენთან“ დგას, სადაც 2001 წელს ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ქანდაკება პროექტის „სცენები მოედნებზე“ (Scenes in the Square) ნაწილია, რომელიც ბოლო საუკუნის კინოინდუსტრიას ეძღვნება. პროექტი 2023 წლამდე გრძელდება.