გაი რიჩი სერიალს გადაიღებს

გაი რიჩი სერიალს გადაიღებს

Miramax TV-ი ახალი სერიალის, „ჯენტლმენების“ გადასაღებად ემზადება. ამის შესახებ გამოცემა Deadline იტყობინება.

სერიალის სცენარისტი და რეჟისორი გაი რიჩია, რომელსაც ამავე სახელწოდების სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. ფილმი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებიდან 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

„ჯენტლმენებში“ ჰიუ გრანტი, ჯერემი სტრონგი, ჰენრი გოლდინგი და სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ.