ბრუკლინ ბექჰემს მომავალ მეუღლეზე ნიკოლა პელცზე "ძალადობაში" ადანაშაულებენ.
ალბათ შეამჩნიეთ, რომ სიტყვა ძალადობა ბრჭყალებშია, რადგან ძალადობა ფართო ცნებაა და თითოეულმა ადამიანმა მისი განმარტება შეიძლება სხვადასხვანაირად ჩამოაყალიბოს.
საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავური წყვილის ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მომავალ მეუღლესთან ნიკოლა პელცთან ერთად პოზირებს, ბრუკლინი ნიკოლას ყელზე ხუმრობით ხელს უჭერს. ვარსკვლავის გამომწერებისთვის ფოტო მოსაწონი ნამდვილად არ აღმოჩნდა, რის გამოც ბექჰემმა პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.
საზოგადოება მას ბოდიშის მოხდას სთხოვდა, რადგან მათი თქმით, ადამიანები ერთმანეთისთვის სათამაშო თოჯინები არ არიან და მსგავსი კადრები ძალადობრივი ქმედებების წამახალისებელია.