ანრი ოხანაშვილი: მარნეულის  ინციდენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი გეგმის ნაწილი და თვითლუსტრაცია

ანრი ოხანაშვილი: მარნეულის  ინციდენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი გეგმის ნაწილი და თვითლუსტრაცია

„დღეს ხელისუფლებაშია გუნდი, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, ამის გახორციელების რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს   რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

დეპუტატს მიაჩნია, რომ მარნეულის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლუსტრაციაა.

„ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, მშვიდ, სამართლიან, თანასწორ ვითარებაში. ამ არჩევნებს დააკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეს იქნება ჩვენი საზოგადოების გამარჯვება. ის, რაც მოხდა მარნეულში, არის „ნაციონალური მოძრაობის“  ერთიანი გეგმის ნაწილი და კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული თვითლუსტრაცია. დაუშვებელია რომელიმე პარტიამ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენოს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ  ძალადობა და ჩვენს მხარდამჭერებს უნდა მოვუწოდოთ, რომ დაუშვებელია ძალადობა, სიძულვილის ენის გამოყენება  და მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციისგან. “ქართული ოცნების“ გუნდი იცავს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, ეთიკის წესებს და  მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს. ამის საპირისპიროს აკეთებს ,,ნაციონალური მოძრაობა“, ვინაიდან ისინი არიან რადიკალური, კრიმინალური ჯგუფები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ასეთი პროვოკაციები უშუალოდ იმ გუნდიდან მოდის როგორც თქვენ წერთ - "რომელსაც, რასაკვირველია, გამოცდილებაც აქვს ამ პროვოცირების და რასაკვირველია, აწყობს დაძაბულობა,". ეს შეფასება სამართლიანი, მაგრამ ძალიან ზედაპირულია. ეს დაძაბულობა, ეს მიდრეკილება ქაოსისაკენ არის დემოკრატიის განუყოფელი ატრიბუტი. თუ დღეს არეულობით დაინტერსებული, შემსრულებელი მხარე არის ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "გირჩიც" და ა.შ. ხვალ იგივე როლში მოგვევლინება ხელისუფლებისათვის მებრძოლი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა! საერთოდ დემოკრატიულ წყობილებაში პოლიტიკური პარტიის უპირველესი ამოცანა ის კი არ არის სამშობლოს, მამულს რა არგოს არამედ, როგორ დაამარცხოს მეტოქე პოლიტიკური ძალა! ამისათვის კი ის რაც ბიბლიით აკრძალულია ყველაფერი მოსულა, სამშობლოს ინტერესების გაყიდვა, ტყუილი, ცილისწამება, ძალადობა-მკვლელობა, ხმების მოპარვა და ა.შ. ამის ნათელი მაგალთია აშშ-ს ისტორია და არა მარტო ისტორია, არამედ ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენები! ასე, რომ შორს ჩვენგან ეს წყეული დემოკრატია!
3 წლის უკან