პლანეტის მცენარეების 2/5-ს გადაშენება ემუქრება. ამის შესახებ BBC წერს სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა 42 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპეციალისტებმა ჩაატარა. საკუთარი დასკვნა მათ გაეროს სამიტის გახსნის დღეს გამოაქვეყნეს, რომელზეც მსოფლიო ლიდერები დედამიწის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გადაჭარბებული მოხმარების გამო გადაშენების რისკის ქვეშ 723 მცენარეა, რომელსაც წამლების დასამზადებლად იყენებენ. 2019 წელს კი მეცნიერებმა მცენარეების 1 943 და სოკოების 1 886 ახალი სახეობა აღმოაჩინეს, მათ შორის ისეთების, რომლებიც შესაძლოა საკვების, სასმელის და მედიკამენტების დასამზადებლად გამოვიყენოთ.
„დროსთან რბოლას ვაგებთ. სახეობები იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე ჩვენ მათ აღმოჩენას და სახელის დარქმევას ვასწრებთ. ბევრ მათგანში შესაძლოა მნიშვნელოვანი მინიშნება არსებობდეს მედიცინის ყველაზე აქტუალური გამოწვევების დასამარცხებლად“, - აცხადებს Kew-ს პროფესორი ალესანდრე ანტონელი.