ნინო ახობაძე: „უსიმპტომო ნაციონალი როგორია იცით?“

ნინო ახობაძე: „უსიმპტომო ნაციონალი როგორია იცით?“

ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"უსიმპტომო ნაციონალი როგორია იცით?

(ანუ-რო უტყდება რო მიშას ყვარობს, თან იცის რო ტეხავს, მარა რა ქნას, ყვარობს)

მოკლედ ამ ნიშნებიდან 7-8 თუ მაინც შენიშნეთ

ესე იგი თქვენს წინაშეა უსიმპტომო ნაცი

ოღონდ აქ პირბადე და ორი მეტრა-აღარ შველის

ერთხელაც რაღაცაზე წაგეკიდება და წაგშლის (!)

------

თუ თქვენი ფრენდი

1) არასოდეს, არც ერთხელ არ ახსენებს აუგად არც ერთ ნაციონალს;

2) სამაგიეროდ ჩასაფრებულია და კივის ოცნების ერთიბეწო გადაცდომაზეც და ნუ თუ რაიმე კრეტინობა ქნეს ამათ, მაგაზე საერთოდ ბეწვებს იგლეჯს

3) ფრენდებში ყავს ელისო, ირინე სარიშვილი, ნიკოლოზ გვარამია, ნანა ჟორჟოლიანი... (ეს ერთ-ერთი ნიშანია, ნუ ამოხტებით ახლა ტანსაცმლიდან)

4) არ მოწონს შესახედავად ანუკი არეშიძე , ხაზს უსვამს ქალაქის მერის სამტრედიულ წარმოშობას და ფარული ზიზღით და "არისტოკრატული" თავშეკავებით წერს ხოლმე სადმე კომენტარებში რომ "რა გახდა ერთი ნაღდი ქალაქელი თორე კი არ ვერჩი"...

5) საშინელ ამბავს ტეხს დოლარის კურსზე;

6) კატეგორიული და შეუვალია იმ მტკიცებაში, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს! არაფრით არ იჯერებს და არც უშვებს სხვა ვერსიას;

7) ნებისმიერ პროექტზე, რომელიც წარმატებით განახორციელა ამ მთავრობამ-წერს ცინიკურად, და რომ ვერ პოულობს ხელმოსაკიდ მიზეზს-თუ რატომ არ მოწონს, ასეთ კომენტარებს ყრის: "ნუ მე არ მომწონს, გემოვნებაზე არ დაობეეენ"!

(საერთოდ უსიმპტომო ნაცი პოლიტიკურ პოსტებს თავად არ დებს, ან ძალიან იშვიათად და ასე იწყებს: "მე არც მიშა მეხატება გულზე, არც ბიძინა"! ... და დალშე ტექსტი...

უსიმპტომოები ძირითადად სხვის ვოლებზე ყოჩაღობენ.

მათ ასევე ხშირად ნახავთ სამართლიანი ქოცების ვოლებზეც, ანუ ქოცი თუ რაიმეზე გაბრაზდა და დაწერა, ეგრევე იქ არიან! და რაზეც კონკრეტულ სტატუსშია ლაპარაკი, ის ავიწყდებათ და წერენ კომენტარში არზას იმაზედ რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა გადაშენდეს, ოცნება ამოწყდეს და ა.შ.

ვაგრძელებ სიას:

8) უსიმპტომო ნაცი უკმაყოფილოა ყველა დღესასწაულზე-ყველაზე! და წერს კეთილ და ქველმოქმედურ პოსტებს იმაზედ რომ: "რა საჭიროა ახალ წელს ქალაქი გავანათოოთ? ამ ფულით დაეხმარონ გაჭირვებულებს"

9) აუცილებლად აშეარებს სხვის სტატუსებს, სადაც ვიღაცა ადამიანი გაცეცხლებული ყვება-როგორ ცუდათ მოემსახურნენ რომელიღაცა საავადმყოფოში; რომ ყველა ექიმი ჯალათი, ფულისტი და ღორია

10) წერს გაღიზიანებული დამცინავად: "უიმეეე რამ დააგიჟა ეს ქალები ამ გახარიააზეეე"

11) კორონასთან მიმართებაში თითქმის შეუძლებელია ამოიცნო-ფარულია, ნაცია, ქოცია... აქ ან ხარ ისტერიკაში და თესავ პანიკას, ან-არა. ერთადერთი, რითაც შეიძლება ვიფიქროთ მის ნაცურ წარმომავლობაზე, არის: "ექიმების და მთავრობის მაფიოზურ ალიანსზე" წამოსროლილი გესლები.. თუმცა ეს არ გამოდგება უსიმპტომო ნაცის გამოსავლენად...

და

12) უსიმპტომო ნაცთა უმრავლესობას ეზიზღება პატრიარქი და ყველა მამაო, რომელიც არ არის მიშისტი.

-----

დასკვნა:

ვისაც არ უტყდება რომ წინა მთავრობის მხარდამჭერია, ეს ადამიანები გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებენ.

ვიდრე აეს დატანჯული, ფარული, უსიმპტომო ნაცები..

ხოო და კიდევ: უსიმპტომო ქოცი ჯერ არსად შემხვედრია, თორე მაგათზეც დავწერდი ??

აქ, ამ სტატუსში მე-13 პუნქტი აკლია და

ვინც ეხლა ამ სტატუსზე შემომიხტებით და სერიოზულ კომენტარს დამიწერთ, ან თავის მართლებას მოყვებით-იცოდეთ რო მეცამეტე პუნქტი-თქვენა ხართ .(ამას ხომ იცით რომ დიდი ალბათობით წავშლი? ასე რომ ერთ-ორ ნიშნიანები ნუ შემომიცვივდებით ხოლო თუ 12-დან შვიდ-რვა პუნქტს აკმაყოფილებთ, ეგ უკვე ჩემი ბრალი აღარ არი)

ჩაამატეთ"