ყველაზე გემრიელი სადილი - დაგჭირდებათ მხოლოდ 1 თავი ბროკოლი და 20 წთ

ყველაზე გემრიელი სადილი - დაგჭირდებათ მხოლოდ 1 თავი ბროკოლი და 20 წთ

ინგრედიენტები

ბროკოლი - 1 თავი

ხახვი - 1 ცალი

კარაქი - 50 გრ

ქათმის გულ-მკერდი ან ფილე - 200 გრ

ნიორი - 2 კბილი

არაჟანი - 100 გრ

ყველი პარმეზანი - 100 გრ

ორეგანო

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები

გაადნეთ კარაქი ტაფაზე და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი.      

დაჭერით ბროკოლი, დაამატეთ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

2 წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად მოურიეთ და დაამატეთ არაჟანი. მოაყარეთ ორეგანო.

დაელოდეთ მანამ, სანამ ოდნავ წამოდუღდება და დაამატეთ გახეხილი ყველი.  5 წუთიც და კერძი მზადაა.