ახალ ზელანდიაში ფილმის „ავატარი 2“ გადაღებები უკვე დასრულდა, „ავატარ 3-ზე“ მუშაობა კი უკვე ფინიშის ხაზზეა. ამის შესახებ არნოლდ შვარცენეგერთან ინტერვიუში რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა განაცხდა.
„COVID-19-მა ჩვენზე ისეთივე გავლენა იქონია, როგორც დანარჩენებს. მუშაობის 4,5 თვე დავკარგეთ. შედეგად პრემიერა კიდევ 1 წლის - 2022 წლის დეკემბრამდე გადავდეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობისთვის დამატებითი 12 თვე გამიჩნდა. ახლა გადაღებებზე ახალ ზელანდიაში ვიმყოფებით. „ავატარი 2“ სრულად დავამთავრეთ, „ავატარი 3“ კი სადღაც 95%-ით“, - განაცხადა კემერონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სურათების სიუჟეტს ვერ გაამხელს, მაგრამ ახალი ფილმები ეკოლოგიისა და თაობათა კონფლიქტის თემებს შეეხება.