სომხეთის თავდაცვის უწყება: ვარდენისში სამგზავრო ავტობუსი იწვის, მასზე აზერბაიჯანმა შეტევა დრონით განახორციელა

სომხეთის თავდაცვის უწყება: ვარდენისში სამგზავრო ავტობუსი იწვის, მასზე აზერბაიჯანმა შეტევა დრონით განახორციელა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ვარდენისში სამგზავრო ავტობუსი იწვის, მასზე აზერბაიჯანმა დრონით შეტევა განახორციელა.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ.