ერდოღანი: აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს

ერდოღანი: აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს

კრიზისი რეგიონში, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო, უნდა დასრულდეს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწების გათავისუფლება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას გზას გაუხსნის.

„აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ბაქო საკუთარი ძალებით სომხეთის ოკუპაციას წერტილს დაუსვამს. აზერბაიჯანი 30 წელი ელოდებოდა ამ პრობლემის გადაჭრას და ახლა დამოუკიდებლად აკეთებს ამას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ძმური აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერას.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.