გოგი მეშველიანი ბოლნისში დაპირისპირებაზე: ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი

გოგი მეშველიანი ბოლნისში დაპირისპირებაზე: ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი

გოგი მეშველიანი გუშინ ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილს აკისრებს. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

„ყველაფრის შემსრულებელი არის ალიფ იუსუპოვი და პირადად მან განახორციელა ეს აგრესიული ქმედება გაუტეხა თავი ჩვენს წარმომადგენლებს. ამას ვერ იზამდა ის წაქეზების გარეშე, კახა ოქრიაშვილის და დიმიტრი შაშკინის წაქეზების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების გარეშე ამას ვერ გაბედავდა. ჩვენი გუნდის კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, დაწყებული ინსპირატორიდან, დამთავრებული შემსრულებლით. ორივე მხარეს თუ ვინმეს რამე ბრალი მიუძღვის ყველა უნდა დაისაჯოს ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ინციდენტი ნახიდურში გუშინ მოხდა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო.