სალათა „ბროწეულის სამაჯური“

სალათა „ბროწეულის სამაჯური“

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 400 გ

ჭარხალი - 1 ცალი

კარტოფილი - 3 ცალი

კვერცხი - 3 ცალი

სტაფილო - 2 ცალი

ხახვი - 1 ცალი

ნიგოზი - 100 გ

ზეთი

მარილი

პილპილი

მაიონეზი - გემოვნებით

ბროწეული - 1 დიდი

მომზადების წესები

მოვხარშოთ ქათმის ფილე და ხელით დავძენძოთ. მოვხარშოთ კარტოფილი,ჭარხალი, სტაფილო, კვერცხი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დავფქვათ ნიგოზი დაა გავარჩიოთ ბროწეული.

გაშლილ თეფშზე შუაში დავდოთ ჭიქა და გარშემო დავიწყოთ სალათის აწყობა. პირველი ფენა დავდოთ კარტოფილი,

მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადავუსვათ თხელ ფენად მაიონეზი, დავდოთ ცოტა მოშუშული ხახვი და მოვაყაროთ ნიგოზი. მეორე ფენა სტაფილო, ისევ მარილი, პილპლი, მაოინეზი, ხახვი, ნიგოზი და ასე ვიმეორებთ სანამ ყველა ინგრედიენტს არ გამოვიყენებთ ბროწეულის გარდა. ბოლოს ბროწეულით დავფაროთ მთლიანად სალათა.