ცნობილი იაპონელი მსახიობი იუკო ტაკეუჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი იაპონელი მსახიობი იუკო ტაკეუჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლის ცნობილი იაპონელი მსახიობი, იუკო ტაკეუჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ BBC წერს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორი შვილის დედამ თავი მოიკლა.

მსახიობს არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სერიალსა და ფილმში. განსაკუთრებული პოპულარობა HBO-ს სერიალში, Miss Sherlock-ში, ქალი შერლოკ ჰოლმსის როლის შესრულებამ მოუტანა. სერიალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში გადიოდა.

ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, 2004-2007 წლებში, ტაკეუჩი იაპონიის აკადემიის დაჯილდოების გამარჯვებული იყო, ქალის მთავარი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის.